- სამკვიდრო
- ქონება, რომელიც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეზე გადადის. იგი იმ უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ ამ საგნებზე უფლება. სამკვიდროში შეიძლება შევიდეს უფლება ისეთ ნივთებზეც, რომლებიც გადაცემულია სხვა პირისათვის გირაოდ, შესანახად, გასაყიდად და ა.შ. ასევე ქონება, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე უნდა მიეღო და არ მიუღია.Source: მენაბდიშვილი სოლომონ. კანონით მემკვიდრეობა // ალმანახი № 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
Georgian encyclopedia. 2013.